ტყუილი ზიდანის განცხადებასთან დაკავშირებით
22 ივლისს ვებგვერდზე halamadrid.ge განთავსდა მასალა სათაურით “ზიდანი:„ბეილთან ერთად დიდი ალბათობით ხამესიც წავა“
მასალაში საუბარია ზიდანის პრესკონფერენციაზე. ქართველი “ჟურნალისტების” მტკიცებით, ზიდანმა შემდეგი რამ განაცხადა: “დიდი ალბათობით, ბეილთან ერთად „ბლანკოსს“ ხამეს როდრიგესიც გამოემშვიდობება. ჩვენ რამდენიმე წინადადებას განვიხილავთ და საბოლოოდ სწორედ ფეხბურთელთან ერთად შევჯერდებით. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა სურს თავად კოლუმბიელს”.
მასალას, რა თქმა უნდა, თან არ ახლავს წყარო.
სინამდვილეში, ფრანგმა სპეციალისტმა კოლუმბიელ ფეხბურთელზე მართლაც ისაუბრა, მაგრამ მხოლოდ ეს თქვა: “ის “რეალის” ფეხბურთელია. არ ვიცი, რა მოხდება. თქვენ იცით, რა სიტუაციაცაა შექმნილი.”
მორიგი ტყუილისთვის halamadrid.ge-მ მორიგი უარყოფითი შეფასება დაიმსახურა.
