ტყუილი ზიდანის განცხადებასთან დაკავშირებით
24 აგვისტოს netsport.ge-ზე განთავსდა მასალა სახელწოდებით “მატჩის შემდეგ ზიდანი კულისებში შევარდა და რამდენიმე ფეხბურთელი გაუშვა”.
სტატიაში საუბარია, თითქოს ზიდანმა “ვალიადოლიდთან” ქულების დაკარგვის შემდეგ ბეილის, ხამესისა და ისკოს გუნდიდან წასვლაზე კომენტარი გააკეთა.
სიახლეს თან არ ახლავს წყარო, გადამოწმების შემდეგ კი გაირკვა, რომ ზიდანს მსგავსიც კი არაფერი უთქვამს. პირიქით, მან ხამეს როდრიგესი შეაქო.
