ტყუილი ზიდანის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

28 ივნისს ვებგვერდ halamadrid.ge-ზე განთავსდა მასალა სახელწოდებით “ოფიციალურად – ზინედინ ზიდანმა გადაწყვეტილება შეცვალა!!!”

უშუალოდ სიახლის ტექსტშიც წერია, რომ ინფორმაცია ზიდანის გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად დადასტურებულია, ბოლოს კი წერია, რომ საკითხი გადაწყვეტილი ჯერ არაა. სიახლეს თან არ ახლავს არც ზიდანის ციტატა, არც წყარო.

მორიგი ტყუილისთვის halamadrid.ge-მ მიიღო უარყოფითი შეფასება.