ტყუილი ჟორდი ალბას რეზერვისტთან დაკავშირებით
24 ივლისს mybarca.ge-ზე განთავსდა მასალა სახელწოდებით “ჟორდი ალბას ჩამნაცვლებელი ნაპოვნია”.
სტატია კი იწყება წინადადებით: “ბარსელონა” კვლავ ჯორდი ალბას დუბლიორის ძიებაშია”. სტატიაში საუბარია იმაზე, რომ “ბარსელონა” “ბეტისის” მარცხენა მცველით, ჟუნიორ ფირპოთი დაინტერესდა. მოძველებული ინფორმაციის გავრცელება ჩვენი შეფასების საგანს არ წარმოადგენს, მაგრამ სტატია შეუსაბამობაში მოდის სათაურთან, რომელიც ტყუილია.
