ტყუილი ჟოაუ კანსელუს ტრანსფერთან დაკავშირებით
19 ივნისს ვებგვერდ footballnews.ge-ზე გამოქვეყნდა მასალა სათაურით “ოფიციალურად: “მანჩესტერ სიტიმ” მეგა ტრანსფერი შეათანხმა”
უშუალოდ მასალის წაკითხვის შემდეგ კი ირკვევა, რომ ტრანსფერი გაოფიციალურებული არაა და საუბარია goal,com-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე.
სათაური “ოფიციალურად: “მანჩესტერ სიტიმ” მეგა ტრანსფერი შეათანხმა” არის ტყუილი, რის გამოც footballnews.ge-მ მიიღო უარყოფითი შეფასება.
