ტყუილი ჟიულ კუნდესთან დაკავშირებით – mybarca.ge
22 ივლისს mybarca.ge-ზე განთავსდა მასალა სათაურით “კუნდე გამოირიცხა – ვისზე გადაერთვება “ბარსა”
მასალაში საუბარია, თითქოს “ბარსელონამ” ჟიულ კუნდეს დამატება გამორიცხა, “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” 23 წლის უკანახაზელი ხელიდან გაუშვეს და ამ ინფორმაციას Relevo ავრცელებს.
Relevo მიახლოებულ ინფორმაციას მართლაც ავრცელებს, თუმცა ეს წყარო იტყობინება, რომ “ბარსელონა” კუნდესთვის ბრძოლაში თითქმის დანებდა. სინამდვილეში, ესპანური მედიის ცნობით “ბარსელონა” კუნდესთვის დამატებას განაგრძობს, მაგრამ ნაკლები ოპტიმიზმით.