ტყუილი ვასილი უტკინის სოლიდარობასთან დაკავშირებით

17 ივლისს footballnews.ge-ზე გამოქვეყნდა მასალა სათაურით “რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა”

სტატიაში საუბარია უტკინის თითქოსდა მხარდაჭერაზე, შემდეგ კი სტატიის ავტორი თავად უარყოფს რუსი კომენტატორის მხრიდან საქართველოსთვის სოლიდარობის გამოცხადებას. ეს კი ნიშნავს, რომ სტატიას მომხამრებლების მიზიდვის მიზნით შეურჩიეს სათაური, რომელიც ტყუილს წარმოადგენს. ან, სტატიის ავტორს სოლიდარობა და მხარდაჭერა სხვადასხვა რამ ჰგონია, თუმცა, ეს ჩვენი საიტის შეფასების საგანს არ წარმოადგენს.