ტყუილი ვალვერდეს განცხადებასთან დაკავშირებით

8 აგვისტოს halamadrid.ge-ზე განთავსდა მასალა სათაურით “ვალვერდე:„ნეიმარის „რეალში“ ტრანსფერს არ გამოვრიცხავ“

სტატიის თანახმად, “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ნეიმარი “რეალში” შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით ისაუბრა და ტრანსფერი არ გამორიცხა, რაც ტყუილია.

ვალვერდემ ნეიმარზე მართლაც ისაუბრა, მაგრამ მის “ბარსელონაში” დაბრუნებაზე. ესპანელ სპეციალისტს “რეალი” საერთოდ არ უხსენებია.