ტყუილი ტუხელის განცხადებასთან დაკავშირებით
12 აგვისტოს halamadrid.ge-ს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა მასალა სათაურით “ტუხელი:„ჩვენ უნდა მოვძებნოთ ნეიმარის შემცვლელი, რადგან ის ….”
მასალის თანახმად, თომას ტუხელი ნეიმარის შემცვლელის საჭიროებაზე საუბრობს.
ტუხელმა ნეიმარზე მართლაც ისაუბრა. მან თქვა, რომ ნეიმარზე სიახლე არაფერია, რომ ბრაზილიელი კვლავ პსჟ-ს ფეხბურთელია და თუ ის წავა, მისი შემცვლელის პოვნა რთული იქნება.
ტუხელის სიტყვების halamadrid-ისეული ინტერპრეტაცია არის ტყუილი.
