ტყუილი ტერ შტეგენთან დაკავშირებით

3 ნოემბერს mybarca.ge-ზე განთავსდა მასალა სათაურით “მოულოდნელად: ტერ შტეგენი ძირითადში ადგილს კარგავს”

მასალის თანახმად, ვინმე ხუან პოკი გამოთქვამს ვარაუდს, რომ შესაძლოა, ტერ შტეგენმა სასტარტო შემადგენლობაში ადგილი გამოჯანმრთლებიდან მალევე ვერ დაიბრუნოს. თუმცა, ამ ვარაუდს არცერთ რეალურ გავრცელებულ ინფორმაციასთან არანაირი საერთო არ აქვს. ასეთი ვარაუდის არსებობის შემთხვევაშიც კი (ესპანელი ჟურნალისტი ხუან პოკის მოძიება სირთულეს წარმაოდგენს), ფორმულირება, რომ ტერ შტეგენი ძირითადში ადგილს კარგავს, არის ტყუილი.