ტყუილი სერხიო რამოსთან დაკავშირებით
15 მარტს, halamadrid.ge-ზე განთავსდა მასალა სახელწოდებით “კორონავირუსის პრობლემა – რამოსმა მთელი მსოფლიო დაშოკა!”.
მასალის თანახმად, ესპანური გამოცემები იტყობინებიან, რომ სერხიო რამოსის საკუთრებაში მყოფ 3 სასტუმროში საკარანტინე ზონად გადაკეთდება.
სიმართლე ისაა, რომ მსგავსი ინფორმაცია არც ესპანურ და არც არაესპანურ წყაროებს არ გაუვრცელებიათ და კრიშტიანუ რონალდუსთან დაკავშირებით გავრცელებული მსგავსი ტყუილისგან განსხვავებით, სრულად ქართველების მოგონილია.
