ტყუილი სერხიო რამოსის გოლების შესახებ
13 ივნისს live.ge-ზე განთავსდა მასალა, სადაც ვკითხულობთ, რომ სერხიო რამოსმა ესპანეთის ნაკრებში ზედიზედ 8 თამაშში გაიტანა გოლი.
სიმართლე კი ისაა, რომ ესპანელმა მცველმა ნაკრებში ჩატარებულ ბოლო 3 შეხვედრაში თავი 2 გოლით გამოიჩინა. მან 26 მარტს, მალტასთან გამართულ შეხვედრაში ვერ მოახერხა თავის გამოჩენა.
გარდა ამისა, სტატიაში თითო გოლი აქვს დაკლებული როგორც სერხიო რამოსს, ასევე მარკუს რაშფორდს.
live.ge-მ ჩვენგან ერთაი უარყოფითი შეფასება მიიღო.
