ტყუილი საქართველოს ნაკრების დაჩაგვრასთან დაკავშირებით

11 ივნისს ვებგვერდ footballnews.ge-ზე გამოქვეყნდა მასალა სათაურით დაჩაგრეს თუ არა საქართველო მსაჯებმა, საბოლოო დასკვნა !”

სათაური ბუნებრივად ტოვებს მოლოდინს, რომ სტატიაში საუბარი იქნება რაიმე ტიპის დასკვნაზე. ამ ხერხით, სტატიის ავტორი, სავარაუდოდ, მომხმარებლების მიზიდვას ცდილობს. თუმცა, სტატიაში ვერცერთხელ ვხვდებთ სიტყვა “დასკვნას” და ვერც ჩამოყალიბებულ, დასრულებულ მსჯელობას იმაზე, დაჩაგრეს თუ არა საქართველოს ნაკრები. მეტიც, თერთმეტმეტრიანის ეპიზოდის შეფასებაზე ავტორი უარს აცხადებს. სტატიაში არაა არათუ რომელიმე ავტორიტეტული გამოცემის ან პიროვნების, არამედ თავად ამ სტატიის ავტორის დასკვნაც კი.

აქედან გამომდინარე, სათაური “დაჩაგრეს თუ არა საქართველო მსაჯებმა, საბოლოო დასკვნა !” არის ტყუილი.

footballnews.ge-მ ჩვენგან მიიღო ერთი უარყოფითი შეფასება.