ტყუილი სანჩეს მარტინესის დასჯასთან დაკავშირებით

12 თებერვალს, mybarca.ge-ზე დაიდო მასალა სახელწოდებით “ბეტისი” – “ბარსელონას” მთავარი მსაჯი დაისაჯა”.

სიახლის ბოლო აბზაცში ვკითხულობთ: “ამ საჩივრების გამო, ლა ლიგამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრიმერას მომდევნო ტურში ახალგაზრდა არბიტრი ვერცერთ შეხვედრას ვერ იმსაჯებს.”

სიმართლე კი ისაა, რომ არანაირი კავშირი, “ბეტისი” – “ბარსელონას” თამაშსა და სანჩეს მარტინესის 24-ე ტურში დასვენებას შორის, არ იკვეთება. ინფორმაციის გამავრცელებელი As უბრალოდ აღნიშნავს, რომ ეს არბიტრი მომდევნო ტურში არ იმსაჯებს, სასჯელი ნახსენებიც კი არაა.

23-ე ტურში იდეალურად მსაჯობის შემთხვევაშიც კი, იყო იმის შანსი, რომ სანჩეს მარტინესს 24-ე ტურში ემსაჯა? თითქმის არა. საქმე ისაა, რომ ესპანეთის ჩემპიონატში, მსაჯები ორ ტურში ერთხელ მსაჯობენ. ამ წესს იშვიათი გამონაკლისი აქვს, როდესაც მსაჯი კენტი ტურებიდან ლუწზე გადადის, ან პირიქით. მაგალითად, სანჩეს მარტინესმა იმსაჯა მე-2, მე-4, მე-6, მე-8, მე-10, მე-12, მე-14, მე-16 ტურებში, შემდეგ იმსაჯა მე-17 ტურში და იმის შემდეგ მსაჯობს მხოლოდ კენტ ტურებში – მე-19, 21-ე, 23-ე, ხოლო შემდეგი ისედაც უწევდა 25-ე ტურში. შესაბამისად, 24-ე ტურში მისი დასვენება არ შეიძლება სასჯელად მივიჩნიოთ.