ტყუილი სალაჰის განცხადებასთან დაკავშირებით
26 ივლისს, halamadrid.ge-ზე განთავსდა მასალა სახელწოდებით “სალაჰი:„ახალი გამოწვევა ყოველთვის საინტერესოა“
მასალის თანახმად, თავის მომავალზე საუბრისას, ეგვიპტელმა კომენტარი მადრიდის “რეალზეც” გააკეთა, რაც ტყუილია.
სალაჰმა “ლივერპულიდან” წასვლა არ გამორიცხა, მაგრამ მას “რეალი” არ უხსენებია.
No one knows the future and what will happen. Let’s see what will happen – “არავინ იცის, რა მოხდება მომავალში. ვნახოთ, რა მოხდება” – განაცხადა სალაჰმა.
ეს განცხადება ეგვიპტელმა LA FM Colombia-სთან ინტერვიუს დროს გააკეთა და “რეალი”, შეკითხვის დროს, არც ჟურნალისტს უხსენებია.
