ტყუილი რონალდუს განცხადებასთან დაკავშირებით
30 ივლისს halamadrid.ge-ზე განთავსდა 2 მასალა სათაურებით “რონალდუ:„მსურს ყველას ბოდიში მოვუხადო „რეალის“ დატოვებისთვის“ და “რონალდუ:„„რეალს“ მხოლოდ 1 ფეხბურთელის შეძენას ვურჩევ“
პირველ შემთხვევაში, რონალდუ მადრიდელ გულშემატკივრებს გუნდიდან წასვლისთვის ბოდიშს უხდის, მეორე სიახლეში კი, პორტუგალიელი “სამეფო კლუბს” კილიან მბაპეს შეძენას ურჩევს.
რონალდუმ მადრიდისადმი მის სიყვარულზე მართლაც ისაუბრა, მაგრამ ბოდიშის მსგავსიც კი არაფერი უთქვამს. მას ასევე არ უსაუბრია კილიან მბაპეზე.
marca-სთვის მიცემული ინტერვიუდან 2 ტყუილის შექმნის გამო halamadrid.ge-მ ჩვენგან კიდევ 2 უარყოფითი შეფასება დაიმსახურა.
