ტყუილი რონალდ არაუხოს ტრავმასთან დაკავშირებით

12 ოქტომბერს ვებგვერდზე fcbarca.ge განთავსდა მასალა სათაურით “არაუხო 15 დღეს გამოტოვებს”.

მასალის თანახმად ცნობილი ესპანური სპორტული გამოცემა, AS იუწყება, რომ რონალდ არაუხო 15 დღეს გამოტოვებს, რაც ტყუილია, As-ს ეს ინფორმაცია არ გაუვრცელებია. მადრიდულმა გამოცემამ არაუხოს ტრავმას ნიუსი მართლაც მიუძღვნა, მაგრამ გამოჯანმრთლებისთვის სავარაუდო დრო ნახსენები არსადაა.