ტყუილი რონალდ არაუხოს ტრავმასთან დაკავშირებით – fcbarca.ge
12 ოქტომბერს ვებგვერდზე fcbarca.ge განთავსდა მასალა სათაურით “არაუხო 15 დღეს გამოტოვებს”.
მასალის თანახმად ცნობილი ესპანური სპორტული გამოცემა, AS იუწყება, რომ რონალდ არაუხო 15 დღეს გამოტოვებს, რაც ტყუილია, As-ს ეს ინფორმაცია არ გაუვრცელებია. მადრიდულმა გამოცემამ არაუხოს ტრავმას ნიუსი მართლაც მიუძღვნა, მაგრამ გამოჯანმრთლებისთვის სავარაუდო დრო ნახსენები არსადაა.
