ტყუილი რიკი პუჩის სტატისტიკასთან დაკავშირებით
22 თებერვალს mybarca.ge-ზე განთავსდა მასალა სათაურით “საოცარი ფაქტი – რა გააკეთა რიკი პუჩმა “კადისთან” მატჩში”.
მასალის თანახმად, საოცარი ფაქტი ისაა, რომ რიკი პუჩმა 10 წუთში “კადისის” ყველა ფეხბურთელზე მეტი პასი გააკეთა. ინფორმაციის წყაროდ მოყვანილია WhoScored.
ხსენებულ წყაროზე ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ როგორც mybarca.ge-ს უწერია, რიკი პუჩმა 10 წუთში ნამდვილად 19 პასი გააკეთა, მაგრამ “კადისის” რიგებიდან უფრო მეტი გადაცემა გააკეთეს ლედესმამ (33) და ესპინომ (23).
