ტყუილი რეალის მაისურების გაყიდვასთან დაკავშირებით – realmania.ge
29 ივლისს realmania.ge-ზე განთავსდა მასალა სათაურით “ყველა გუნდზე მეტი – რა თანხა გამოიმუშავა “რეალმა” კლუბის მაისურების გაყიდვით”
მასალაში საუბარია, თითქოს 2021/22 წლების სეზონის განმავლობაში მაისურების გაყიდვიდან მთელი ევროპის მასშტაბით ყველაზე მეტი, 3.3 მილიონი ევროს შემოსავალი მადრიდის “რეალმა” ნახა. მასალის წყაროდ Marca არის მითითებული.
Marca-ზე მსგავსი სიახლე მართლაც წერია, მაგრამ დაკონკრეტებულია, რომ “რეალი” ლიდერობს არა ზოგადად გაყიდვებით, არამედ მხოლოდ Amazon-ზე გაყიდვებით. Marca-ს იმავე სტატიაში ვკითხულობთ, რომ თუ ზოგადად გაყიდვებს გავითვალისწინებთ, “პარი სენ-ჟერმენმა” 2021/22 წლების სეზონის მხოლოდ ნახევარში 41 მილიონი ევროს შემოსავალი მიიღო.