ტყუილი “რეალის” ხმაურიან შეთანხმებასთან დაკავშირებით

24 ივლისს footballnews.ge-ს ფეისბუქ გვერზდე განთავსდა პოსტი მინაწერით “მადრიდის “რეალმა” მორიგ ხმაურიან შეთანხმებას მიაღწია”

სტატიაში საუბარია მარტინ ედეგორთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე.

20 წლის ნორვეგიელი ფეხბურთელი უკვე 5 წელია “რეალში” ირიცხება და მან მადრიდელთა მაისურით მხოლოდ 2 თამაში ჩაატარა. “სამეფო კლუბში” ედეგორთან კონტრაქტის გახანგრძლივება იმდენად უმნიშვნელო ამბად მიაჩნიათ, რომ ეს სიახლე ოფიციალური საიტის მთავარ გვერდზეც კი არ გამოქვეყნდა. აქედან გამომდინარე, შეთანხმების “ხმაურიან” მონათვლა არის ტყუილი და ის მომხმარებლის მოტყუებით მიზიდვას ისახავს მიზნად.