ტყუილი ქეცბაიას განცხადებასთან დაკავშირებით
13 ნოემბერს fooballnews.ge-ზე განთავსდა მასალა სათაურით “ქეცბაია გაცოფდა, თემურის პირველი განცხადება საქართველოს კრახზე”.
სტატიის თანახმად, თემურ ქეცბაიამ საქართველოს ნაკრების წაგებაზე საჯაროდ ისაუბრა.
სინამდვილეში, ქეცბაიას მსგავსი არაფერი უთქვამს. footballnews.ge-ს სტატია ერთ-ერთი გულშემატკივრის ფეისბუქ პოსტის შემოკლებული ვერსიაა.
ზუსტად იგივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე marca.ge-სთან დაკავშირებითაც.
