ტყუილი პიკეს ტრავმასთან დაკავშირებით
6 მარტს mybarca.ge-ზე განთავსდა მასალა სათაურით “MARCA: ხერარდ პიკე აპრილამდე იუქმებს”.
სათაურიდანაც კარგად ჩანს და სტატიაშიც ნათქვამია, თითქოს, marca-ს ინფორმაციით, პიკე აპრილამდე იუქმებს. სტატიაში ასევე ნახსენებია, რომ პიკე გამოტოვებს თამაშებს უესკასთან, სოსიედადთან, ვალიადოლიდთან და პსჟ-სთან.
marca-ზე პიკეს ტრავმასთან დაკავშირებით მასალა მართლაც დაიდო. 4 მარტის სტატიაში ვკითხულობთ, რომ ესპანელ მცველს 2 ან 3 კვირა გაუცდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის, შესაძლოა, 18 მარტს დაბრუნდეს და სოსიედადთან 20 მარტს ითამაშოს. ყველაზე ცუდ შემთხვევაში მისი ვალიადოლიდთან დაბრუნება ივარაუდება. ამ გუნდთან თამაშის გამოტოვება, ამ ეტაპისთვის, არ განიხილება და ეს mybarca-ს ფანტაზიის ნაყოფია.
mybarca-ზე ასევე ვკითხულობთ, რომ პიკემ უკვე 28 შეხვედრა გამოტოვა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა, ეს შეცდომის კატეგორიაში უფრო გადის, ვიდრე ტყუილი. ტყუილი კი ისაა, რომ marca არ ამბობს პიკე აპრილამდე იუქმებსო და ამ ფეხბურთელის მიერ ვალიადოლიდის წინააღმდეგ ვერთამაშს არ განიხილავს.
