ტყუილი პიკეს მიერ შაკირას ფოტოს გამოქვეყნებასთან დაკავშირებით
18 ივნისს ვებგვერდ footballnews.ge-ზე გამოქვეყნდა მასალა სახელწოდებით “მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ცოლი მყავს” – პიკემ 42 წლის შაკირას თამამი ფოტო გამოაქვეყნა”.
მასალას თან ერთვის სურათი, რომელიც ჟურნალისტმა შეაფასა როგორც “თამამი ფოტო”.
საქმე ისაა, რომ პიკეს მსგავსი სურათი სოციალურ ქსელში არ გამოუქვეყნებია. ფოტო საკუთარ Instagram-ზე დადო შაკირამ.
გაუგებარია, რაში დასჭირდა ჟურნალისტს ასეთი ტყუილი, მაგრამ ამ საიტმა ჩვენგან ერთი უარყოფითი შეფასება მაინც დაიმსახურა.
