ტყუილი პეპ გვარდიოლასთან დაკავშირებით

6 აგვისტოს footballnews.ge-ს ფეისბუქ გვერდზე განთავსდა მასალა სათაურით “პირველად ფეხბურთის ისტორიაში! – რა გააკეთა პეპ გვარდიოლამ”

სტატიაში საუბარია პეპ გვარდიოლას მიერ ყვითელი ბარათის მიღებაზე, რაც ინგლისურ ფეხბურთში ნამდვილად პირველად მოხდა, მაგრამ ზოგადად ფეხბურთში ეს პირველი შემთხვევა არაა. პირველი საფეხბურთო მწვრთნელი, რომელმაც ყვითელი ბარათი მიიღო არგენტინის ნაკრების დამრიგებელი ლიონელ სკალონია.

ამრიგად, სტატიის სათაური არის ტყუილი.