ტყუილი “ოქროს ბურთის” ფავორიტის შესახებ

19 ივლიის ვებგვერდზე footballnews.ge განთავსდა მასალა სახელწოდებით “ოქროს ბურთის მოგების ფავორიტი ცნობილია, ძალიან დიდი მოულოდნელობა”.

სტატიის მიხედვით, მადრიდულმა Marca-მ კრიშტიანუ რონალდუ “ოქროს ბურთის” მთავარ ფავორიტად დაასახელა და ის ვირჯილ ვან დაიკსა და ლიონელ მესიზე მაღლა დააყენა.

რეალობა კი სხვაგვარია – Marca-ს სტატია ეძღვნება იმას, რომ რონალდუ “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლას განაგრძობს და ლიონელ მესისთან, ვირჯილ ვან დაიკთან და სადიო მანესთან ერთად ფავორიტთა შორისაა.

მორიგი ტყუილის გამო footballnews.ge-მ ჩვენგან უარყოფითი შეფასება დაიმსახურა.