ტყუილი “ოქროს ბურთის” მთავარ ფავორიტთან დაკავშირებით
23 ივლისს mybarca.ge-ზე განთავსდა მასალა სახელწოდებით “უსამართლობა – “ოქროს ბურთის” ფავორიტი ცნობილია”.
სტატიის თანახმად, მადრიდულმა Marca-მ “ოქროს ბურთის” მთავარ ფავორიტად კრიშტიანუ რონალდუ დაასახელა (რატომღაც, mybarca.ge-მ ეს აღიქვა ობიექტურ ჭეშმარიტებად).
Marca-მ “ოქროს ბურთის” ფავორიტებს სტატია მართლაც მიუძღვნა, მაგრამ ამ სტატიაში რონალდუ მოხსენიებულია, როგორც ერთი რიგითი ფავორიტი, რაც იმას ნიშნავს, რომ mybarca.ge იტყუება.
