ტყუილი “ოქროს ბურთის” მთავარ ფავორიტთან დაკავშირებით

8 აგვისტოს mybarca.ge-ს ფეისბუქზე განთავსდა მასალა სახელწოდებით “უსამართლობა – “ოქროს ბურთის” ფავორიტი ცნობილია”.

სტატიის თანახმად, მადრიდულმა Marca-მ “ოქროს ბურთის” მთავარ ფავორიტად კრიშტიანუ რონალდუ დაასახელა (რატომღაც, mybarca.ge-მ ეს აღიქვა ობიექტურ ჭეშმარიტებად).

Marca-მ “ოქროს ბურთის” ფავორიტებს სტატია მართლაც მიუძღვნა, მაგრამ ამ სტატიაში რონალდუ მოხსენიებულია, როგორც ერთი რიგითი ფავორიტი, რაც იმას ნიშნავს, რომ mybarca.ge იტყუება.

საინტერესოა, რომ ეს მასალა mybarca.ge-მ 2-ჯერ გამოაქვეყნა და ჩვენგანაც მეორე უარყოფითი შეფასება დაიმსახურა.