ტყუილი ნუგზარ წურწუმიას მოგებასთან დაკავშირებით

22 აგვისტოს footballnews.ge-ზე განთავსდა მასალა სათაურით “რა გაუკეთა ქართველმა თურქ მეტოქეს, როცა ბოლო წამებამდე 8:0 მარცხდებოდა (ვიდეო)”

მასალას თან ახლავს ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ქართველი მოჭიდავე თურქ მეტოქეს ამარცხებს იმ პირობებში, როდესაც 0:8 აგებდა. ამის მიუხედავად, სათაური არის ტყუილი და ის მომხმარებლის ფეისბუქიდან საიტზე მოტყუებით გადაყვანას ისახავს მიზნად.

საქმე ისაა, რომ ანგარიში 8:0 პირველივე წამებზე დაფიქსირდა, მალევე გახდა 8:2, ხოლო როდესაც 6-წუთიანი ბრძოლის დასრულებამდე 4 წუთი და 40 წამი იყო დარჩენილი, ანგარიში უკვე 8:6 იყო. შესაბამისად, სათაური “რა გაუკეთა ქართველმა თურქ მეტოქეს, როცა ბოლო წამებამდე 8:0 მარცხდებოდა (ვიდეო)” არის ტყუილი.