ტყუილი ნეიმართან დაკავშირებით

23 ივლისს footballnews.ge-ს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი მინაწერით “ოფიციალურად, ნეიმარის შესახებ ყველაფერი გარკვეულია”.

სტატიაში კი საუბარია იმაზე, რომ ნეიმარი პსჟ-ს პრე-სეზონის განაცხადში (სავარაუდოდ, იგულისხმება აზიური ტურის განაცხადი) მოხვდა. ასევე გამოთქმულია ვარაუდი, რომ ნეიმარის “ბარსელონაში” დაბრუნებას წერტილი დაესვა, რაც სრულიად უსაფუძვლოა.

გაუგებარია, როგორ მივიდა სტატიის ავტორი ნეიმარის აზიური ტურის განაცხადში მოხვედრიდან იქამდე, ბრაზილიელისშესახებ ყველაფერი ოფიციალურად გარკვეულია. სამაგიეროდ, გასაგებია, რატომ მიიღო ამ საიტმა ჩვენგან მორიგი უარყოფითი შეფასება.