ტყუილი ნეიმართან დაკავშირებით
25 აგვისტოს halamadrid.ge-ს ფეისბუქ გვერდზე განთავსდა პოსტი სათაურით “ოფიციალურად – “პსჟ””-მ ნეიმარი არ გამოიძახა!”
პოსტს აქვს მინაწერი – “თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნეიმარის ბედი გაირკვა”.
სტატიაში კი ვკითხულობთ: “ფაქტია, რომ ბრაზილიელის აბარგების შესახებ ინფორმაციები კიდევ უფრო რეალური ხდება”.
საქმე ისაა, რომ პოსტის მინაწერიც და სტატიიდან ჩვენ მიერ მოყვანილი წინადადებაც არის ტყუილი.
პირიქით – თამაშამდე თომას ტუხელმა დაადასტურა, რომ ნეიმარი მანამ არ ითამაშებდა, სანამ მისი მომავალი არ გაირკვეოდა. მისი უთამაშებლობა კი გაურკვევლობას ნიშნავს. შესაბამისად, ამბის halamadrid.ge-სეული ინტერპრეტაცია არის მომხმარებლის მოტყუება.
