ტყუილი ნეიმართან დაკავშირებით

20 ივნისს ვებგვერდ footballnews.ge-ზე გამოქვეყნდა მასალა სათაურით “300 მილიონი ევრო, ნეიმართან დაკავშირებით ყველაფერი გაირკვა”.

აღნიშნული სათაური სრულად არის აცდენილი როგორც რეალობას, ასევე უშუალოდ მასალის ტექსტს, რომელიც იწყება წინადადებით “რიგორც მოგეხსენებათ, ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდის, ბრაზილიელი ნეიმარი მომავალი გაურკვეველია”.

იმის გათვალისწინებით, რომ ნეიმართან დაკავშირებით ჯერ არაფერია გარკვეული, სათაური “300 მილიონი ევრო, ნეიმართან დაკავშირებით ყველაფერი გაირკვა” არის ტყუილი.

ვებგვერდმა footballnews.ge-მ ჩვენგან გაიმსახურა უარყოფითი შეფასება.