ტყუილი ნეიმარისა და მესის შესახებ

15 თებერვალს mybarca.ge-ზე განთავსდა მასალა სათაურთ “სენსაციური ინფორმაცია – ნეიმარმა მესის დაურეკა”.

მასალის თანახმად, L’Équipe-მა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ნეიმარმა მესის დაურეკა და არგენტინელის პარიზში გადასვლაში დაყოლიებას შეეცადა.

ეს ინფორმაცია ტყუილია. სინამდვილეში, 12 თებერვლის შემდეგ L’Equipe-ს საიტზე ნეიმარი ნახსენები საერთოდ არაა, ხოლო მისი და მესის კავშირზე ბოლო მასალა 2020 წლის 3 დეკემბრით თარიღდება.