ტყუილი ნეიმარის ტრანსფერის გაოფიციალურებასთან დაკავშირებით
24 ივნისს footballnews.ge-ზე განთავსდა მასალა სახელწოდებით “მორჩა. ცნობილია თარიღი, როცა “ბარსელონას” ნეიმარის ტრანსფერს ოფიციალურად გამოაცხადებს”
მასალაში ვკითხულობთ, თითქოს გადაწყვეტილია, რომ ნეიმარის ტრანსფერი ივლისის შუაში გაოფიციალურდება.
ეს footballnews-ის ის იშვიათი მასალაა, სადაც ინფორმაციის წყარო გვხვდება. თუმცა, საქმე ისაა, რომ წყაროში სხვა რამ წერია. sport იტყობინება, რომ კოპა ამერიკის დასრულების შემდეგ ნეიმარი “ბარსელონაში” დაბრუნების სურვილს საჯაროდ დააფიქსირებს, რაც ტრანსფერის დასრულებას სულაც არ ნიშნავს.
footballnews.ge-მ მორიგი ტყუილისთვის ჩვენგან უარყოფითი შეფასება დაიმსახურა.
