ტყუილი ნეიმარის “რეალში” ტრანსფერთან დაკავშირებით
1 აგვისტოს halamadrid.ge-ზე განთავსდა მასალა სათაურით “პსჟ“-ს დაუჯერებელი შეთავაზება „რეალს“ – ნეიმარი მადრიდისტა ხდება!”
სტატიაში თავი აქვს მოყრილი ნეიმართან დაკავშირებით ბოლო დროს გავრცელებულ ზოგად ჭორებს და ყველა მათგანი ექსკლუზიურად “რეალთანაა” დაკავშირებული, რაც ტყუილია.
საუბარია პსჟ-ს მიერ ფასის 180 მილიონ ევრომდე დაწევაზე, ნეიმარის იჯარით გაშვებაზე და 2020 წლის ზაფხულში გამოსყიდვაზე და ყველაფრის 10 აგვისტომდე გადაწყვეტაზე.
ბოლო დღეებში სამივე ეს ინფორმაცია ნამდვილად გავრველდა, მაგრამ არა “რეალთან” მიმართებაში.
ერთადერთ წყარო, რომელიც სტატიაში მოხსენიებულია, არის L’Equipe. halamadrid.ge-ს ავტორმა ავტორიტეტულ ფრანგულ გამოცემას დააბრალა, თითქოს ფრანგებმა გაავრცელეს, რომ პსჟ-მ “რეალს” ნეიმარის შესაძენად ვადა 10 აგვისტომდე მისცა. L’Equipe კი იუწყება, რომ პსჟ მზადაა ნეიმარი ლიგა ერთის დაწყებამდე, ანუ 10 აგვისტომდე გაყიდოს და საერთოდ არაა ნახსენები “რეალი”.
