ტყუილი ნეიმარის “რეალში” გადასვლასთან დაკავშირებით

11 აგვისტოს halamadrid.ge-ზე განთავსდა მასალა სათაურით “La Parisien – ორშაბათს ნეიმარი მადრიდელი გახდება!”

სტატიის მიხედვით, ფრანგული Le Parisien ნეიმარის “რეალში” გადასვლას გადააწყვეტილად მიიჩნევს, რაც ტყუილია.

ფრანგულმა გამოცემამ, ბოლო დღეებში, ნეიმართან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია გაავრცელა. წყაროს ცნობით, პსჟ “რეალთან” ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, მაგრამ ის, რაც halamadrid.ge-ზე დაიდო, Le Parisien-ს არასდროს გაუვრცელებია.