ტყუილი ნეიმარის პსჟ-დან წასვლის შესახებ

18 ივლისს ვებგვერდზე footballnews.ge განთავსდა მასალა სახელწოდებით “პარი სენ-ჟერმენმა” დაადასტურა, ნეიმარი გუნდიდან მიდის”.

ტექსტის მიხედვით, ესპანურმა Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს პსჟ-დან ნეიმარის წასვლა გადაწყვეტილია და პარიზელები მზად არიან ნებისმიერი შეთავაზება განიხილონ.

სიმართლე კი ისაა, რომ პარიზელებმა ნეიმარის წასვლის სურვილი დაადასტურეს. პსჟ-ს ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ისინი ბრაზილიელს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუშვებენ, თუ სათანადო წინადადებას მიიღებენ. ხსენებული Sport-იც ამ ინფორმაციას ავრცელებს და არა იმას, რასაც მას footballnews.ge აბრალებს.

მორიგი ტყუილისთვის footballnews.ge-მ ჩვენგან უარყოფითი შეფასება დაიმსახურა.