ტყუილი ნეიმარის მომავალთან დაკავშირებით

21 აგვისტოს footballnews.ge-ზე განთავსდა მასალა სათაურით “პარი სენ-ჟერმენის” საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილია, ნეიმარის მომავალი გაირკვა”.

სტატიის წაკითხვისთანავე ცახდი ხდება, რომ სათაური ტყუილია. სტატიის თანახმად, პსჟ ფეხბურთელის იჯარით გაშვებაზე თანახმაა, მაგრამ უცნობია, სად გადავა ნეიმარი – “ბარსელონაში”, თუ “რეალში”. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნეიმარის მომავალი გარკვეული არაა.