ტყუილი ნეიმარის მომავალთან დაკავშირებით
20 აგვისტოს footballnews.ge-ს ფეისბუქ გვერდზე განთავსდა პოსტი სათაურით “დადასტურდა – ცნობილია სად გააგრძელებს ნეიმარი კარიერას”.
პოსტს თან ახლავს მინაწერი “უახლესი ინფორმაცია ნეიმარის შესახებ”.
როგორც ირკვევა, საუბარია footballnews.ge-ზე 10 აგვისტოს დადებულ მასალაზე, რომელიც 20 აგვისტოს უხლოესი ინფორმაცია ვერ იქნებოდა. გარდა ამისა, უშუალოდ 10 აგვისტოს დადებული მასალაც ტყუილია, რადგან არათუ 10, არამედ 23 აგვისტოსაც კი არაა ნეიმარის მომავალი გადაწყვეტილი და სათაური გამოგონილია.
