ტყუილი ნეიმარის მადრიდში ჩასვლასთან დაკავშირებით
20 ივლისს ვებგვერდ sportery.ge-ზე გამოქვეყნდა მასალა სათაურით “სენსაციური ინფრომაცია : ნეიმარი მადრიდის აეროპორტში და შეხვედრა პერეზსთან”.
სტატიას თან ახლავს სურათი, სადაც გამოსახულია ნეიმარი აეროპორტში. მასალის მიხედვით, Mirror Football ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს ნეიმარი მადრიდის აეროპორტში შენიშნეს.
Mirror-მა მართლაც გაავრცელა ინფორმაცია ნეიმარის “რეალში” შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით, მაგრამ არაფერია ნახსენები მადრიდში მის ჩასვლაზე და აეროპორტში სურათის გადაღებაზე.
ამ სურათს კი Mirror ნამდვილად ავრცელებს, მაგრამ 2017 წლის აგვისტოში. სურათი გადაღებულია ბარსელონას აეროპორტში, როდესაც ნეიმარი კატალონიიდან პარიზში მიემგზავრებოდა.
sportery.ge-მ, ამ ტყუილისთვის, ჩვენგან მიიღო ერთი უარყოფითი შეფასება.
