ტყუილი ნეიმარის მადრიდში ჩასვლასთან დაკავშირებით
1 აგვისტოს halamadrid.ge-ზე განთავსდა მასალა სახელწოდებით “DiarioSport – ნეიმარი მადრიდში მიემგზავრება, შეხვედრა პრეზიდენტ პერესთან!”.
სტატიაში საუბარია იმაზე, რომ პსჟ-მ “რეალს” ნეიმარის შეძენა შესთავაზა, ბრაზილიელი მადრიდში მალე ჩავა და ფლორენტინო პერესს შეხვდება.
halamadrid.ge ამ ინფორმაციის გავრცელებას Sport-ს აბრალებს, რომელსაც მსგავსი არაფერი გაუვრცელებია. სავარაუდოდ სტატია, ეს halamadrid.ge-ს ფანტაზიის მორიგი ნაყოფია, რომელმაც ჩვენგან მორიგი უარყოფითი შეფასება დაიმსახურა.
