ტყუილი ნეიმარის განცხადებასთან დაკავშირებით

22 ივლისს ვებგვერდზე halamadrid.ge განთავსდა მასალა სახელწოდებით “ნეიმარი:„„რეალში“ გადასვლა? ტრანსფერს არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვება“.

სტატიის თანახმად, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა “რეალში” მის შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

როგორც halamadrid.ge-ს სჩვევია, წყარო არც ამ სიახლეს ახლავს, გადამოწმების შემდეგ კი გაირკვა, რომ ნეიმარს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია და ეს სიახლე ქართული საიტის ფანტაზიის ნაყოფია.

მორიგი ტყუილისთვის halamadrid.ge-მ ჩვენი უარყოფითი შეფასება დაიმსახურა.