ტყუილი ნეიმარის განცხადებასთან დაკავშირებით
19 ივნისს ვებგვერდ halamadrid.ge-ზე განთავსდა სტატია სახელწოდებით “ნეიმარი;„„პსჟ“-ში დარჩენა აღარ მსურს“.
სტატიის თანახმად, ნეიმარმა განაცხადა: “პსჟ“-ში დარჩენა აღარ მსურს, ჩემი მიზანი იქ დაბრუნებაა, სადაც ჩემი სახლია. „რეალი“ და „ბარსა“? მადრიდში თამაშზე ახლა ნამდვილად არ ვრიქრობ“.
სტატიას თან არ ახლავს წყარო და ვერც ექნება, ვინაიდან ეს ინფორმაცია სიცრუეა.
ამ ტყუილის გამო ვებგვერდმა halamadrid.ge ჩვენგან ერთ უარყოფითი შეფასება მიიღო.
