ტყუილი ნეიმარის განცხადებასთან დაკავშირებით
20 ივნისს ვებგვერდ footballnews.ge-ზე გამოქვეყნდა მასალა სახელწოდებით “ნეიმარი: “ბარსელონაში” მხოლოდ ერთ შემთხვევაში დავბრუნდები”
მასალაში მოყვანილია ნეიმარის ციტატა, რომელშიც ის “ბარსელონაში” დაბრუნების სურვილს გამოხატავს და აცხადებს, რომ ამას იმ შემთხვევაში გააკეთებს, თუ გულშემატკივრები აპატიებენ.
სტატიას თან არ ახლავს წყარო, გადამოწმების შემდეგ კი გაირკვა, რომ ნეიმარს მსგავსი რამ არ უთქვამს.
მორიგი ტყუილის გამო footballnews.ge-მ ჩვენგან მიიღო ერთ უარყოფითი შეფასება.
