ტყუილი ნასერ ალ ხელაიფის განცხადებასთან დაკავშირებით

19 ივნისს ვებგვერდ halamadrid.ge-ზე განთავსდა მასალა სათაურით “ალ ჰელაიფი;„თუ ნეიმარს წასვლა უნდა, ჩვენ არ შევაკავებთ“.

სტატიაში საუბარია პსჟ-ს პრეზიდენტის განცხადებაზე, თითქოს მან ნეიმარის წასვლაზე თანხმობა განაცხადა და ბრაზილიელის ნეიმარში გადასვლაზეც ისაუბრა.

სინამდვიელში, ალ ხელაიფიმ ისაუბრა ზოგადად გუნდის ვარსკვლავებზე. მას, ამ კონტექსტში, არც ნეიმარი უხსენებია და არც “რეალი”.

შესაბამისად, halamadrid.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი.

ამ საიტმა ჩვენგან მორიგი უარყოფითი შეფასება მიიღო.