ტყუილი მინო რაიოლას განცხადებასთან დაკავშირებით
8 ივლისს ვებგვერდ mybarca.ge-ზე გამოქვეყნდა მასალა სათაურით “რაიოლა: “დე ლიხტის საგა დასრულებულია”
მასალაში მოყვანილია მატიას დე ლიხტის აგენტის, მინო რაიოლას ციტატა: “დე ლიხტი უკვე დათანხმდა კონტრაქტის პირობებს “”იუვენტუსთან”, მატიასი მომავალ სეზონს სწორედ იტალიაში დაიწყებს. კლუბები კონტრაქტის ბოლო დეტალებზე მუშაობენ, თუმცა აღარაფერი შეიცვლება. ეს საგა დასრულებულია”.
მასალას თან არ ახლავს წყარო, გადამოწმების შემდეგ კი გაირკვა, რომ მინო რაიოლამ განაცხადა შემდეგი: “მატიას და “იუვენტუსი” შეთანხმდნენ, ახლა ჯერი კლუბებს შორის მოლაპარაკებებზეა.”
mybarca.ge-ს მასალის სათაურიც და კონტენტიც არის ტყუილი და ამ საიტმა ჩვენგან მიიღო ერთი უარყოფითი შეფასება.
