ტყუილი მინო რაიოლას განცხადებასთან დაკავშირებით
23 ივლისს, halamadrid.ge-ზე განთავსდა მასალა სახელწოდებით “ჰოლანდმა გადაწყვეტილება მიიღო!”
მასალის თანახმად, ჰოლანდის აგენტმა, მინო რაიოლამ განაცხადა, რომ მისი კლიენტი “დორტმუნდში” რჩება, რაც ტყუილია – ბოლო დროს, რაიოლას, ჰოლანდის მომავალთან დაკავშირებით, არანაირი ინფორმაცია არ გაუჟღერებია.
