ტყუილი მესისა და სეტიენის შეთანხმებაზე

18 იანვარს, mybarca.ge-ზე დაიდო მასალა სათაურით “მესიმ და სეტიენმა 5 ტრანსფერი შეათანხმეს”.

სტატიის მიხედვით, Sport ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს ლიონელ მესიმ და კიკე სეტიენმა “ბარსელონას” 5 სამომავლო ტრანსფერი დაგეგმეს.

როგორც გაირკვა, Sport-ს მსგავსი ინფორმაცია არ გაუვრცელებია და mybarca.ge-ს სტატია არის ტყუილი.