ტყუილი მესის სასჯელთან დაკავშირებით

25 ივლისს footballnews.ge-ზე განთავსდა მასალა სახელწოდებით “მესის სერიოზული სანქციები ემუქრება”.

ფეისბუქ გვერზე ეს მასალა გამოქვეყნდა სათაურით: “სამწუხარო ინფორმაცია ფეხბურთის მოყვარულებისთვის”.

სტატიაში საუბარია იმაზე, რომ მესის 2-დან 6 თვემდე დისკვალიფიკაცია ემუქრება. არადა, ამ მასალის გამოქვეყნებამდე 2 დღით ადრე ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ CONMEBOL-ის სადისციპლინო კომიტეტმა მესი ფულარი ჯარიმით დასაჯა და მას დამატებითი დისკვალიფიკაცია არ ემუქრება. 24 ივლისს მესის სასჯელთან დაკავშირებით ინფორმაცია footballnews.ge-საც ედო და გაუგებარია, რატომ დასჭირდა ამ საიტს მორიგი ტყუილის მოგონება.