ტყუილი მესის ყოფილი აგენტის განცხადებასთან დაკავშირებით
26 აგვისტოს live.ge-ზე განთავსდა მასალა სახელწოდებით “მესის ყოფილი აგენტი არგენტინელის ახალ კლუბს ასახელებს”.
სტატიის თანახმად მესის ყოფილი აგენტი (ნახსენები არაა, მაგრამ იგულისხმება ხოსეპ მარია მინგელა) აცხადებს, რომ მესის “ინტერში” ტრანსფერი გადაწყვეტილია.
უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ მინგელას მესის ყოფილ აგენტად მოხსენიება მართებული არაა, მაგრამ ვინაიდან ამ მცდარ ინფორმაციას არაერთი უცხოური წყაროც ავრცელებს, live.ge-სთვის ტყუილის დაბრალება სამართლიანად არ მიგვაჩნია.
სამაგიეროდ ტყუილია ის, თითქოს მინგელამ თქვა, რომ მესის “ინტერში” ტრანსფერი გადაწყვეტილია და კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია. მან COPE-სთან მესიზე ნამდვილად ისაუბრა, მაგრამ აღნიშნა, რომ მისი აზრით, საგადასახადო შეღავათებისა და კრიშტიანუ რონალდუს ფაქტორის გამო, მესი არჩევანს “ინტერზე” გააკეთებს.
